შოფინგამდე წასაკითხი :)

 

  • იმ ქვეყანაში, საიდანაც იწერთ პროდუქციას, ქართული კომპანიების მეშვეობით რეგისტრირდება საფოსტო მისამართი. სწორედ ეს მისამართი უნდა მიუთითოთ შეკვეთის გაკეთების დროს ონლაინ მაღაზიებში.
  • ონლაინ მაღაზიას გამოწერილი პროდუქცია მიაქვს მყიდველის მიერ რეგისტრირებულ მისამართზე (აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში და სხვ.), ხოლო საქართველოში ამანათს ქართული კომპანიები გზავნიან.
  • ქართული კომპანიების უმეტესობას აქვს უკვე საქართველოში ჩამოსული ტვირთის ადგილზე მიტანის უფასო სერვისი (თბილისში), ხოლო რეგიონებისთვის შედარებით დაბალი ფასები.
  • რა თქმა უნდა, იხდით ტვირთის საქართველოში ჩამოტანის ღირებულებას. ქართული კომპანიების უმრავლესობას ასევე აქვს ტვირთის ხელმეორედ შეფუთვის (გადაფუთვის) სერვისი, რაც ამცირებს ამანათის წონას/ზომას და შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯს.  
  • ქართული კომპანიების უმეტესობას ასევე აქვს მართვის პანელი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, სად იმყოფება თქვენი ტვირთი კონკრეტულ მომენტში.
  • ქართული კომპანიების ნაწილი მომხმარებელს ამანათის ჩამოტანას საშუალოდ 1-2 კვირაში სთავაზობს.
  • ყოველ ინტერნეტ-მაღაზიას პროდუქციის გამოწერის მეტ-ნაკლებად განსხვავებული პროცედურა აქვს, თუმცა მთლიანობაში პროცესი მაინც ერთი და იგივეა: მომხმარებლის რეგისტრაცია-პროდუქტის შერჩევა-მისამართისა და სხვა ინფორმაციის მითითება-შეკვეთა/გადახდა.
  • ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ზოგიერთი სხვა პროდუქციის შეძენის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ზომების სისტემას, რომელიც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, ასევე გადახდის სისტემებს.

სულ ეს არის ზოგადი ინსტრუქცია გამოწერის სერვისის შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის კი უნდა მიმართოთ გადამზიდ კომპანიებს.

ბედნიერ ინტერნეტ-შოფინგს გისურვებთ,

თქვენი PRICEBOOK 🙂